ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე თავის განცხადებას გააკეთებს-წულუკიანი

ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე თავის განცხადებას გააკეთებს-წულუკიანი

ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე თავის განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
„მე ვფიქრობ, რომ როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლება ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე გააკეთებს თავის განცხადებას და მე არ ვფიქრობ, რომ ამ განცხადებების გაკეთებას, ერთმა რიგითმა და მით უმეტეს, იუსტიციის მინისტრმა უნდა დაასწროს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქისა და სინოდის მიმართ პეტიცია ვრცელდება. პეტიციის ავტორები ადრესატებს მოუწოდებენ, ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარონ და მასთან ევქარისტულ ერთობაში შევიდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები