„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდეცია გაგრძელდება“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, დღეს სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოცდა.
„მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს. არ უნდა გავთამამდეთ“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
მსგავსი სიახლეები

დღეს პრემიერ-მინისტრისგან გამოცდებს პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება მიიღეს-განათლების სამინისტრო

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს

თბილისში, დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
