ვაკის რაიონში ახალი სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ახალი სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ თხინვალაში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით დაიწყო.
“პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა საბავშვო მოედანი, დამონტაჟდება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. პროექტის ღირებულება 25 398 ლარს შეადგენს.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა პოლიტკოვსკაიას N38-შიც მიმდინარეობს, სადაც დამონტაჟდება განათების სისტემა, საბავშვო ატრაქციონები და სხვა ინფრასტრუქტურა. სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 26 923 ლარია გამოყოფილი”,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
მერიის ცნობით, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია ყიფშიძის N7-სა და ჭავჭავაძის N75-ში უკვე დასრულებულია. სამი სკვერის განახლების სამუშაოები კი, უახლოეს დღეებში დაიწყება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები