ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ სამუშაო თათბირი გამართეს

ვახტანგ გომელაურმა და შალვა ბედოიძემ სამუშაო თათბირი გამართეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართეს.
ვახტანგ გომელაურმა თბილისის სხვადასხვა რაიონის პოლიციის ხელმძღვანელებისგან დედაქალაქში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით თანამშრომლებს შესაბამისი დავალებები მისცა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები