“უზრდელობაა დღეს, როცა საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩნდები”

“უზრდელობაა დღეს, როცა საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩნდები”

უზრდელობაა დღეს, როცა კაცი საზოგადოებაში პირბადის გარეშე გამოჩნდები, – ეს განცხადება პაატა იმნაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ეპიდემიოლოგის თქმით, ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, კოვიდ რეგულაციების დაცვა. სხვა შემთხვევაში ქვეყანაში ვირუსის უკონტროლო გავრცელება დაიწყება. პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში ვირუსის გავრცელების პიკი საქართველოში ორიდან სამ კვირამდე დაიწყება.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს შანსი კოვიდწესების დაცვის შემთხვევაში, კორონავირუსის მესამე ტალღა შედარებით მსუბუქად გადაიტანოს.

„თუ ჩვენ, ყველამ არ გავითავისეთ, ბიზნესმა არ გაითავისა და თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არ დაიცვა წესები, ეს უბრალოდ, უნდა ჩაითვალოს უპატივცემულობად. ეს უნდა ჩაითვალოს, რომ შენ, შენს მოყვასზე არ ფიქრობ, მის სიცოცხლეს არ უფრთხილდები. ნუ, უზრდელობაა ბოლოს და ბოლოს, დღეს რომ საზოგადოებაში კაცი პირბადის გარეშე გამოჩნდები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები