უკრაინულმა მხარემ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა

უკრაინულმა მხარემ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა

გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ 1948 წლის კონვენციის შესაბამისად, უკრაინულმა მხარემ, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე საკუთარი სამართლებრივი პოზიცია დააფიქსირა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება გაერთიანდა ორი ფუნდამენტური პრინციპის აღიარებისთვის: სუვერენული სახელმწიფოების დაცვა აგრესიისგან და ხალხის დაცვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისგან, მათ შორის გენოციდისგან. რუსეთი მანიპულირებს საერთაშორისო კანონმდებლობით და, კერძოდ, ზემოაღნიშნული კონვენციით, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტურ საერთაშორისო ხელშეკრულებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და იყენებს მას უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიისთვის.

დღეს უკრაინის დელეგაცია მიმართავს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს სისხლისღვრის შესაჩერებლად ამ საქმეზე შემდეგი სიფრთხილის ზომების მიღების მიზნით:

რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რომლებიც, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის ტერიტორიაზე დაიწყო;

რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი კონტროლის ან გავლენის ქვეშ მყოფმა ნებისმიერმა სამხედრო და შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სასამართლოში ხვალ თავის პოზიციას რუსული მხარე გამოხატავს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები