„ცესკოს მიმართ, სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, მორიგი უსაფუძვლო ბრალდება გავრცელდა“-ცესკო

„ცესკოს მიმართ, სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, მორიგი უსაფუძვლო ბრალდება გავრცელდა“-ცესკო

„ცესკოს მიმართ, სპეციალური სიის ფორმირებასთან დაკავშირებით, მორიგი უსაფუძვლო ბრალდება გავრცელდა“, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, მონაცემებს პირების შესახებ, რომელთა სამსახურებრივი მდგომარეობა მოითხოვს, რომ ისინი არჩევნების დღეს უნდა იმყოფებოდნენ რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენენ და გადასცემენ შესაბამისი უწყებები.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მათი კონსტიტუციური უფლება. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის საფუძველზე, ისინი შედიან სპეციალურ სიაში, რომელსაც, არჩევნებამდე არაუგვიანეს მესამე დღისა, ანუ 25 ნოემბერს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. ასევე, ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ძირითად სიაში იმ ამომრჩევლების გასწვრივ, რომლებიც არიან სპეციალურ სიაში, კეთდება აღნიშვნა – „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელ მისცემს ხმას.
უნდა აღნიშნოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს და არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს, სად მისცემს ამომრჩეველი ხმას“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამგორის საარჩევნო ოლქში შექმნილია სპეციალური სიები, რომლებიც პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია 1329 პოლიციელითა და სამხედრო მოსამსახურით. მისივე თქმით, ცესკო ცდილობს, სამგორის საარჩევნო ოლქი კონტროლირებადი ხმებით დააბალანსოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები