,,თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის”- ასე მიმართა ბორის სილევიჩიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას

,,თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის”- ასე მიმართა  ბორის სილევიჩიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას

თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის,- ასე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის თავმჯდომარე ბორის სილევიჩიმ ევროპის საბჭოში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციას და ამ ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის, მაგალითად, ქართული ანბანის ისტორიის შესახებ, რაც ნამდვილად შესანიშნავი ისტორიაა და ვფიქრობ, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს.
მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაკავშირებს საქართველოსთან და დიდად ვაფასებ ჩვენს თანამშრომლობას.
მჯერა, რომ ევროპის საბჭო არ არის მხოლოდ საქმიანობის სამართლებრივი მხარე, ესაა ადამიანური ინტერაქცია, თანამშრომლობა, კულტურათაშორისი კონტაქტები და მნიშვნელოვანია, რომ არჩეულმა წარმომადგენლებმა უკეთ გაიგონ, რა ხდება ევროპის სხვა ქვეყნებში”,- განაცხადა ბორის სილევიჩმა.
ღონისძიებას ევროსაბჭოში შვეიცარიის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპო ლომბარდიც ესწრებოდა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის განვითარება და ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი ამ ტიპის ღონისძიებებს ენიჭება.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს შორის მეგობრობა განვითარდეს. ჩვენ აქ მხოლოდ საქმისთვის არ ვართ, თუმცა, პოლიტიკური საქმიანობა ასევე მოიცავს ერთმანეთის უკეთ გაცნობას, ურთიერთნდობას და ეს ნდობა შეიძლება მხოლოდ მაშინ იქნას მიღწეული, როდესაც შენს კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობები გაკავშირებს. საქართველო ამ მხრივ შესანიშნავია, და მათთან ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა”,- განაცხადა ფილიპო ლომბარდიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები