თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ოჯახმა ალტერნატიული სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები მიიღო.

ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის თქმით,  დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ მთავარი საგამოძიებო უწყების ექსპერტიზის შედეგისგან განსხვავებული რეზულტატი აჩვენა.

“დაცვის მხარე აპირებს ახალი მტკიცებულების წარდგენას. სამედიცინო-ექსპერტიზის პასუხები უკვე ცნობილია. განსხვავებულია ბრალდების მხარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისგან არსობრივად განსხვავებული პასუხია”, – თქვა კაკაბაძემ.

ადვოკატმა ექსპერტიზის შედეგები არ გაასაჯაროვა.

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრალდებულთა ოჯახებს შეკითხვები აქვთ. კეთდება განცხადებები, რომ ხორავას ქუჩის სისხლიან გარჩევაში სხვა დამნაშავეებიც იკვეთებიან. სწორედ მათ გამოაშკარავებას და დასჯას ითხოვს ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის დედა, რომელმაც “ქრონიკასთან” ორთვიანი დუმილი დაარღვია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები