თბილისის საკრებულოს რიგით ბოლო სხდომას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

დეპუტატ ირაკლი ნადირაძის თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც გოგა ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრონ.

“გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “ქართული ოცნების” სპექტაკლში არ მივიღოთ მონაწილეობა და ბოლო სხდომას არ დავესწროთ, რადგან დღეს, მოსამართლე ხარჩილავამ, პოლიტპატიმრების სიას კიდევ ერთი ადამიანი გიორგი ონიანი შემატა”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის მეხუთე მოწვევის საკრებულო დღეს ბოლო სხდომას მართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები