თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტების გამგებლები წარადგინა.

ხუთ მუნიციპალიტეტში ძველმა გამგებლებმა თანამდებობა შეინარჩუნეს. ხუთ მუნიციპალიტეტში კი გამგებლის პოსტზე კახა კალაძემ ახალი კანდიდატურები წარადგინა.

საბურთალოს გამგებლად გაიოზ ვასაძე დასახელდა. ვაკის რაიონი ნოდარ ტურძელაძემ ჩაიბარა; ჩუღურეთის გამგებლად ზურაბ ჩიკვილაძე დაინიშნა; დიდუბის რაიონში – ირმა ზავრადაშვილი; ნაძალადევში – ირაკლი ხელაძე; გლდანში – ბექა მიქაუტაძე; კრწანისში – ლევან ჯაფარიძე; მთაწმინდაზე – დავით კირკიტაძე; ისანში – კახა ლაბუჩიძე; სამგორში – დავით კერესელიძე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები