თბილისის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

თბილისის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს საგანგებო განცხადებით მიმართავს

თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც თავშესაფარს საჭიროებს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას.

„ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართში გადაყვანა. ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე 2 72 22 22 ,“ – ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები