თამარ ჩუგოშვილი: ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ – სტრასბურგის სასამართლომ

თამარ ჩუგოშვილი: ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ – სტრასბურგის სასამართლომ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი2-თან” დაკავშირებით ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ – სტრასბურგის სასამართლომ.
„მიხეილ სააკაშვილის „წყალობით”, “რუსთავი 2-მა” ბევრი ქარტეხილი გამოიარა. სამაუწყებლო კომპანიამ ოცზე მეტი მფლობელი გამოიცვალა. ერთ-ერთმა მათგანმა იდავა სასამართლოში, მოიგო საქართველოში სამივე ინსტანცია და შემდგომ ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ, ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლომ მთელი ევროპის მასშტაბით – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.
​მისივე თქმით, არსებული რეალობა და მოცემულობა არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ვინ არის “რუსთავი 2-ის” კანონიერი მფლობელი გამომდინარე იქედან, რა მასალები, რა დოკუმენტები და რა მტკიცებულებებიც არსებობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები