სუსის უფროსის განცხადებით, არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება

სუსის უფროსის განცხადებით, არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მათ სერიოზულ დანაშულებრივ დაჯგუფებასთან ჰქონდათ საქმე და არსებობდა მძევლების აყვანის საშიშროება.

ის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ის ადამიანები, რომელთა ლიკვიდაციაც მოხდა.

გომელაური სპეცოპერაციის 20 საათამდე გაჭიანურების მიზეზად მოქალაქეების უსაფრთხოებას ასახელებს.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დასრულების შესახებ დაახლოებით სამი საათის წინ გახდა ცნობილი.

სუსის უფროსი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მებრძოლის გარდაცვალების გამო.

სპეცოპერაციის დროს დაჭრილი ოთხი სპეცრაზმელის, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

წყარო:pia.ge

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები