სურსათის ეროვნული სააგენტო-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები

სურსათის ეროვნული სააგენტო-აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი”, “ტალსტარი”, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
“აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები („ინსაკარი”, “ტალსტარი”, „ზონდერი”, „თეიკ ოფი” და სხვ.), რომლებიც მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული.
ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან დაცვის მიზნით.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულია რეკომენდაციები და ინსტრუქცია მცენარეთა დაცვის საშუალებების, პესტიციდების მოხმარების და უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ. დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენება დახურულ საცხოვრებელ სივრცეში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე. პესტიციდის არასწორმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, თუმცა, ადამიანის ლეტალობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ლეტალური შედეგის დადგომა შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების უხეშმა დარღვევამ, როგორიცაა პრეპარატის გადაყლაპვა, დალევა.
საცხოვრებელ სახლებში მავნებლის განადგურება უნდა მოხდეს მექანიკური საშუალებებით და იმ პრეპარატებით, რომლებსაც რეკომენდაციას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.
წამლობა წარმოადგენს აზიური ფაროსანასგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები