სოფო კილაძე- “ონიანმა საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში იარა თავისუფლად და ახლა დროა, პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულზე.”

სოფო კილაძე- “ონიანმა საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში იარა თავისუფლად და ახლა დროა, პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულზე.”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გოგა ონიანის გამამტყუნებრლ განაჩენს ეხმაურება და ფიქრობს, რომ “ონიანმა საკმაოდ დიდ ხნის განმავლობაში იარა თავისუფლად და ახლა დროა, პასუხი აგოს ჩადენილ დანაშაულზე.”

კილაძის შეფასებით, მას დიდი ხანია აქვს კითხვები გოგა ონიანის წარსულთან დაკავშირებით, ვინაიდან, “კადრები, რომლებშიც გოგა ონიანი ფიგურირებს, საკმაოდ მძიმეა”.

სოფო კილაძე ასევე გამორიცხავს გამამტყუნებელი განაჩენის ყოველგვარ პოლიტიკურ მოტივს და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტურია.

ნაციონალურ მოძრაობაში კი ფიქრობენ, რომ განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

“ექვსი პოლიციელიდან ხუთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ისინი ხელშეუხებლები არიან. ერთადერთი ადამიანი ონიანი იმიტომ დააკავეს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია. ივანიშვილთან ბრძოლა შეიძლება ციხესა და სიცოცხლის გაწირვაზეც კი გავიდეს. უსამართლობით და ცინიზმით გამოირჩევა სასამართლო. აკავებს ადამიანს იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრია,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ის ოთხივე მუხლში გაამტყუნა. საბოლოოდ, მას 4 წლითა და 6 თვით ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გოგა ონიანი სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს.

ბრალდების მხარის განცხადებით, 2011 წელს გოგა ონიანმა, რომელიც მაშინ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ორი პირი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდო.

გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის „დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. ამავე სცენარით მოხდა „ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის დაკავებაც.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები