სოფიო ქაცარავა შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

სოფიო ქაცარავა შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შვედეთის ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა, რომელთანაც განიხილა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საპარლამენტო დიპლომატიის როლი ამ მიმართულებით.
მხარეებმა, ასევე განიხილეს შვედეთ-საქართველოს ურთიერთობის დღის წესრიგი, ნორდიკულ-ბალტიკურ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და კონკრეტული გეგმები, ამ ფორმატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები, რომელიც კავშირებს უფრო მეტად სისტემურს და ინსტიტუციურს გახდის.
საუბარი შეეხო პარლამენტში გამართული სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმის შედეგებს, რეკომენდაციებს და მასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებს, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელდება.
სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საგარეო პოლიტიკის უცვლელ კურსზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე, რაც დიდ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები