“სითი პარკისგან” დაზარალებული კომპანიის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

“სითი პარკისგან” დაზარალებული კომპანიის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

“სითი პარკის” საჯარიმო ავტოსადგომზე დაზიანებული ავტომანქანის მფლობელი კომპანიის თანამშრომლებს არასათანადო მოპყრობასა და მისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო საათების დაკარგავში ადანაშაულებს.

“სითი პარკის” ევაკუატორის მიერ დაზიანებული ავტომობილის მფლობელმა “პირველთან” საუბრში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც მოქალაქეებს აღნიშნულ კომპანიასთან უერთიერთობისას ექმნებათ.

“რამდენიმე საათის წინ კომპანიამ ჩემი კუთვნილი ავტომანქანა საჯარიმოზე ევაკუატორით გადაიყვანა. როდესაც ავტომობილის წამოყვანა დავაპირე, დაზიანებულ მდგომარეობაში დამხვდა. თურმე სხვა მანქანა მოიყვანეს ევაკუატორით და ჩემს მანქანას დააჯახეს. ავტომანქანის დაზიანება არის მარტო ერთი ნაწილი, მთავრი პრობლემა აქ არის, თუ როგორ ექცევიან მათი თანამშრომლები მოქალაქეებს. სწორედ ამის მერე იწყება მთელი უპატივცემულობის კასკადი. ადგილზე მისულს არავინ არ ამიხსნა რა მოხდა. როდესაც გარკვევას შვეცადე, პირიქით, ხელის შეშლას ცდილობდნენ. საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი ვითარების გარკვევას და როცა გავიგე, რომ ევაკუატორი დაეჯახა, ბოდიშიც კი არავინ მოიხადა. ჩემს გარდა იქ სხვა დაზარალებულებიც იდგნენ და ერთმანეთთან გასაუბრებასაც კი გვიკრძალავდნენ. კომპანიის წარმომადგენლმა სერიოზულად მისაყვედურა, რატომ ვესაუბრებოდი სხვა დაზარალებულს”, – აღნიშნა “პირველთან” საუბრისას მარინა ურუშაძემ.

მისი თქმით, მათი ასეთი დამოკიდებულების გამო, ბევრი მოქალაქე ზარალის მოთხოვნის გარეშე მიდის და მსგავს სიტუაციას თვითონაც შეესწრო.

“მე რომ არ მეაქტიურა, ისე გამომიშვებდნენ, ვერც გავიგებდი რა მოხდა. გამოვიძახე პატრული და ჩემი პირადი სადაზღვევო აგენტი, გამოვიძახეთ ასევე “სითი პარკის” წარმომადგენელი. ოქმიც შეადგინეს. “სითი პარკის” წარმომადგენლი კი ისევ არ ჩანდა. რამდენიმე საათი მალოდინეს, არადა სამსახურის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა მოსაგვარებელი, ბავშვი წამოსაყვანი და მათი არასათანადო დამოკიდებულების გამო უამრავი საქმე გამიფუჭდა. დაჯარიმებაზე, მანქანის დაზიანებაზე და ზარალის ანაზღაურებაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა სწორედ მათი დამოკიდებულებაა”, იაცხადებს დაზარალებული.

სააგენტო “პირველი” აღნიშნულ ფაქტზე “სითი პარკს” დაუკავშირდა. კომპანიაში ავტომანქანის დაზიანების ფაქტი დაადასტურეს.

კომპანიის პრეს-სამსახურის განმარტებით, ერთ-ერთ სადაზღევო კომპანიასთან გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება, ომლის თანახმად, მათ მიერ დაჯარიმებული ყველა ავტომობილი ავტომატურად დაზღვეულია.

“იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი კომპანიის მიზეზით დაზიანდა და ეს ფაქტი დაადასტურა სადაზღვევო აგენტმა, დაზიანებული მანქანის მფლობელს ზარალი ავტომატურად აუნაზღაურდება. რაც შეეხება დღეს მომხდარ ფაქტს, რომლის შესახებაც ქალბატონი სოციალურ ქსელში წერდა, სადაზღვევო აგენტმა დაადასტურა მიყენებული ზიანი. მანქანის დამცავ ფარზე დაზიანება იყო 5 სანტიმეტრზე და კომპანია მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს”, – განაცხადეს “სითი პარკში”.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები