შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების თქმით, ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას ოცი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც უკვე დანიშნულია ექსპერტიზა.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატიურად ყიდდა და დაკავებული მიერ გაყიდული ექვს შეკვრა ჰეროინი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები