შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთის აქციის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთის აქციის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს კახეთის აქციის ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირი დააკავა.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 58 წლის ქ.მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით თბილისში დააკავა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა,-წერია განცხადებაში.
თელავში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციამ საპროტესტო აქცია დაანონსა. თუმცა საპატრულო პოლიციამ საპროტესტო კოლონა თელავის მიმართულებით არ გაუშვა, რა დროსაც პოლიციასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. შსს-მ ინციდენტში მონაწილე სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი ” ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით კირკიტაძეა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები