შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს – იან კელის შეხვდა. გახარიამ აშშ-ის ელჩს სამინისტროს განვითარების მისეული ხედვა და რეფორმები გააცნო, რომლებიც მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის დაგეგმილი. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, რეფორმები სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია და საზღვრის მართვა. გარდა ამისა, ასევე, დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სხვა მიმართულებებით, მათ შორის, თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

„ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა აღგვითქვეს დახმარება და გამოცდილების გაზიარება. ჩვენ ვგეგმავთ, თანამშრომლობის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია“, – განაცხადა გახარიამ.

აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერას სისტემის რეფორმირების პროცესში და მიესალმება სამინისტროს მიერ დაგეგმილ ინიციატივებს.

„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული იყო და იმედს გამოვთქვამთ, რომ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის პირობებში, ამ თანამშრომლობის ფარგლები და შინაარსი კიდევ უფრო გაფართოვდება“, – განაცხადა იან კელიმ.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები