სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა

სარალიძისა და მაჩალიკაშვილის აქციას „ნაციონალური მოძრაობა“ შეუერთდა

ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესა და მის მხარდამჭერებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე ზაზა სარალიძე და თემირლან მაჩალიკაშვილიც მივიდნენ და ტრიბუნაზე სიტყვაც წარმოთქვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაშაძის მხარდამჭერები და ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ერთობის “ძალა ერთობაშია” ლიდერები მაჩალიკაშვილსა და სარალიძესთან ერთად, მსვლელობით ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძრნენ.

პარლამენტის შენობის წინ, აქციის დაწყებისას, მათ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათო სარალიძესა და პანკისის სპეცოპერაციის დროს დაჭრილ და შემდეგ გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს.

ოპოზიციის წევრებმა აქცია რამდენიმე საათში დატოვეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები