საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

საქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ნოემბრამდე საქართველოს დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 7 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს ღამით დასავლეთ საქართველოში 6–11 გრადუსი სითბო იქნება. შემდეგ დღეებში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 19–24 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა ღამითაც მოიმატებს და 10–15 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ამაღამ 2–7 გრადუსია მოსალოდნელი.

შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში, დღისით დაახლოებით 14–19 გრადუსი იქნება, ღამით კი 5–10 გრადუსი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები