საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა ტემპი დაბალია-შალვა თადუმაძე

საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა ტემპი დაბალია-შალვა თადუმაძე

საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, თუმცა ტემპი დაბალია – თუ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 1030 წლის შემდეგ, – ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„საჯარო წყაროებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. ალბათ, გესმით ეს რა გამოწვევაა სახელმწიფოსთვის, როდესაც მოძალადე პროკურატურის პირობებში ჩვენ მივიღეთ 52 530 ადამიანი, რომელსაც განცდა აქვს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არსებობდა და განცდა აქვს სამართლიანობის აღდგენის“, – განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, დღეს პროკურატურაში ჩამოყალიბებული სტრუქტურა მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, თუმცა ტემპი არის დაბალი. „სხვანაირად არც შეიძლება, რომ ტემპი იყოს იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს სახელმწიფო და ადამიანური რესურსი, რომელიც ერთ და ორ წელიწადში 52 530 საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. სამწუხარო ტემპია და ცოტა არასერიოზული ტემპიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სტრუქტურული ერთეულის მიღწევა არის წელიწადში 50 საქმე. თუ ამ ანგარიშს მივყვებით, ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ 1030 წლის შემდეგ, რაც არასერიოზულია სახელმწიფო ინსტიტუტისთვის, რომლის ფუნქცია სამართლიანობის აღდგენაა“, – განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული საქმეების განხილვის დასაჩქარებლად საჭიროა სისტემური მიდგომა, მათ შორის, საქმეების მოთხოვნების და შესაძლებლობების მიხედვით კლასიფიცირება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები