საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
აქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკს 18-22 სექტემბერს ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
პრემიერ-მინისტრი სიტყვით “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) მაღალი დონის ღონისძიების მონაწილეებს მიმართავს, რომელზეც საქართველო OGP-ის თავმჯდომარეობას ერთი წლით საფრანგეთისგან გადმოიბარებს.
საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. OGP-ის მაღალი დონის ღონისძიება გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში გაიმართება.გენერალურ ასამბლეაზე წელს 172 საკითხის განხილვა იგეგმება, მათ შორისაა “გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის ქვეყნებში და მათი გავლენა საერთაშორისო მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და განვითარებაზე”.
წინასწარი დღის წესრიგით მიხედვით, ასამბლეის ფარგლებში მდგრად განვითარებასთან, კონფლიქტებთან, განიარაღებასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობაც არის გათვალისწინებული.
ასამბლეის გენერალური დებატები წელს 19-25 სექტემბერს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები