საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,საქართველოს საბაჟო საზღვარზე სამი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,საქართველოს საბაჟო საზღვარზე სამი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სამი პირი ამხილეს და პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი “სადახლო – საავტომობილოს” გავლით, ბრალდებულმა საბაჟო კონტროლისგან მალულად, სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა. ხოლო ორ შემთხვევაში საბაჟო-გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ბრალდებულები, საერთო ჯამში, 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ოქროს ნაწარმისა და ძვირფასი ქვების საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები