“საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში”

“საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში”

საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი. საქართველო, ფაქტობრივად, ევროპაში იქნება მეორე ქვეყანა, რომელიც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს, ზოგადად, არბიტრაჟის მიმართულებით.
“20 დეკემბერს პარიზში ხელი მოეწერება საერთაშორისო არბიტრაჟთან ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დაფუძნდება საერთაშორისო სავაჭრო პალატის კომერციული არბიტრაჟი. საქართველო, ფაქტობრივად, ევროპაში მეორე ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავსი ტიპის სერვისს შესთავაზებს ბიზნესს და, ზოგადად, წაახალისებს ეკონომიკურ აქტივობას. ეს არის ყველაზე მაღალი თამასა, რომელიც კი არსებობს, ზოგადად, არბიტრაჟის მიმართულებით. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნის კიდევ უფრო ეფექტური ინტეგრირება გლობალურ ეკონომიკაში, რათა საქართველომ შეძლოს და გავხდეთ რეგიონული ფინანსური ცენტრი. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები