საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს.

სემეკში გამართულ შეხვედრაზე EU4Energy-ის მმართველობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნიკური დახმარების პროექტი განიხილეს, რომელიც მიზნად, სემეკთან თანამშრომლობით, ევროპელი ექსპერტების მიერ ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მომზადებას ისახავს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ სემეკის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და სლოვენიის ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლები. ტექნიკური დახმარების პროექტი  ხელს საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების ჩამოყალიბებას შეუწყობს.
ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შემუშავება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, რომელიც  ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით ხორციელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები