საქართველო საბოლოო ეტაპზეა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით

საქართველო საბოლოო ეტაპზეა ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით

ახალი საბაჟო კანონმდებლობა სრულ თანხვედრაშია ევროკავშირში მოქმედ სტანდარტებთან, განბაჟებისა და საზღვრის კონტროლის პროცედურებთან. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დამამთავრებელი ეტაპი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საბაჟო კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით”, – ამის შესახებ USAID-ის პროექტის ”მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მრჩეველმა საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებში, ბონდო ბოლქვაძემ, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის შეფასებისას. განაცხადა.
მისი თქმით, ახალი საბაჟო კოდექსის ამოქმედებამ, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ვაჭრობის ხელშეწყობისა და გაიოლების მიმართულებით.
„რაც შეეხება კოდექსის გავლენას ბიზნესგარემოზე – ვიტყოდი, რომ ეს არის უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს სტანდარტები, წესები და პროცედურები საერთაშორისოდ არის აღიარებული და ცნობილია ყველა უმსხვილესი კომპანიისთვის. შესაბამისად, საქართველოს მიერ ამ პროცედურების გაზიარება, დიდ კომპანიებს, მოვაჭრეებსა და პოტენციურ ინვესტორებს საშუალებას მისცემს უკეთესად აღიქვან ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები, მათ შორის, საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით“, – აღნიშნა ბონდო ბოლქვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები