საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, მაია რჩეულიშვილი შესაძლოა, პატიმრობაში დარჩეს. პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მხოლოდ იმ სისხლის სამართლის საქმეზე აპირებს, რომელზეც მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ განაჩენი უკვე დამდგარია.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა, საპროცესო შეთანხმება, რომელზეც მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, არ ეხება ბათუმის მაგნოლიასა და დიღმის ობიექტებზე მიმდინარე საქმეებს, რომლებზეც სასამართლო განხილვები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. მაგნოლიას ეპიზოდი უკვე დასკვნით ეტაპზეა და დღევანდელი პროცესი ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. მას სასამართლოზე ჩვენება აქვს მისაცემი, თუმცა როგორც რჩეულიშვილმა მოსამართლეს განუმარტა, მისი ჩვენების შინაარსი დიდწილად დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რაც “ცენტრ პოინტის” ატივების გაყიდვას ეხება. რჩეულიშვილის თქმით, პროცესი, სავარაუდოდ, სამ კვირაში დასრულდება და ყველა დაზარალებულთან შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება.

“მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, რაც იხილება პირველ ინსტანციაში, ვგულისხმობ, მაგნოლიას და დიღომი დისტრიქტის ეპიზოდებს, ამასთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერჯერობით არ იქნება მიღწეული ანუ ამ პროცესებზე გაგრძელდება არსებითი სხდომები. საბოლოოდ, მხარეებს შორის შესათანხმებელი საკითხია, რა შედეგი შეიძლება დაიდოს ამ საქმეებზე, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე საქმეში დადგება გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.

თუკი სასამართლომ რომელიმე საქმეზე მაია რჩეულიშვილი გაამტყუნა და თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საპროცესო შეთანხმების მიუხედავად “ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები