“სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ ეს დასვენების დღეები”

“სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ ეს დასვენების დღეები”

ცხადია, ნებისმიერი შემთხვევისთვის არსებობს სათადარიგო გეგმაც და უშუალო გეგმაც, რომელიც განხორციელდება კონკრეტულ ვითარებაში. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ ეს ხორციელდება არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე და არსებული ინფორმაციის ანალიზით. შესაბამისად, ყველა დამატებითი ზომა შესაძლებელია იყოს მიღებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. ეს არ არის მოგონილი და არ არის საქართველოს „ნოუ ჰაუ“, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც შეზღუდვების სათადარიგო გეგმას შეეხებოდა.

მისივე თქმით, სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ დასვენების დღეები და ისინი გააგრძელებენ მუშაობას.

„უქმე დღეებზე შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა. საუბარია იმაზე, რომ სამსახურებს, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისთვის, არ შეეხებათ ეს დასვენების დღეები და ისინი გააგრძელებენ მუშაობას, არანაირ შეზღუდვებზე სხვა მიმართულებით საუბარი არ ყოფილა,“- აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები