სალომე ზურაბიშვილი მიშელის დოკუმენტზე: მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ

სალომე ზურაბიშვილი მიშელის დოკუმენტზე: მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ

მე მუდმივად მაქვს მოწოდება იმაზე, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ დეპოლარიზაციისკენ, ვისწავლოთ როგორ შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ ზოგ საკითხებზე, სხვადასხვა პოზიციებია და ზოგჯერ ამ პოზიციებთაშორის უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაც საერთო კონსესუსისმიღწევა, – ამის შესახებ „შაბათის ქრონიკასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„მიმაჩნია რომ ჩვენ პროგრესის გზაზე ვართ, წინა წელს იყო 8 მარტის შეთანხმება და რეალურად გაგრძელდა კრიზისი, ამ წლის დასაწყისში რეალურად გამოსული ვიყავით კრიზისიდან, კარგად მახსოვს რომ იანვარში ვიყავი ბრიუსელში სადაც შეხვედრები მქონდა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან, ასევე ნატოს ხელმძღვანელობასთან და იქ საქართველოს მიმართ კრიზისზე ლაპარაკი არ ყოფილა, პირიქით, საუბარი იყო ახალ გეგმებსა და ჩვენს წინსვლაზე. შემდეგ მოხდა რაც მოხდა და ისევ ჩავებით გაუთავებელ კრიზისში. იმ დოკუმენტში (მიშელის დოკუმენტი) ჩართული ვიყავი თავიდან ბოლომდე ოღონდ გარედან და არა მოლაპარაკებებში. დოკუმენტში რა შედიოდა და რა არ შედიოდა ეს ჩემი საქმე არ იყო. მთელი მსოფლიო გვეუბნებოდა, რომ თქვენ მიდიხართ ერთპარტიული პარლამენტისკენ და ეს არის ძალიან ცუდი, ეს გადავლახეთ და რამდენიმე პარტიას შორის შეთანხმება შედგა. ის, რომ ერთ-ერთი პარტია გარეთ დარჩა ეს არის მისი არჩევანი და ეს არ ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება არ შედგა. ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებს აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა. ეს დოკუმენტი შედგა, ვიღაცა აცხადებს, რომ დოკუმენტი ანულირებულია, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ მივაღწიოთ იმ შეთანხმებებს, რომელიც ნიშნავს რომ ჩვენ გადავდივართ დემოკრატიული წყობის ახლა ეტაპზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები