საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს.

საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს, რომელიც არასრულწლოვანთა დაკითხვის ფორმას ეხებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი განცხადებით, არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა მოწმეებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლისგან საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით.
„არც ერთი განცხადება, საჩივარი ან პროტესტი არ შემოსულა, არც მოწმეებისგან და არც მათი კანონიერი წარმომადგენლისგან. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არც სხვა ინსტანციებისთვის მიუმართავთ. ჩვენთვის ცნობილი არ არის, რომ რაიმე პროტესტის ფორმა ყოფილიყო, მათთან გასაუბრებასთან დაკავშირებით და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც შესრულდა“,-განაცხადა შალვა ბედოიძემ.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას თქმით კი იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანს, დაკითხვის დროს არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, მოწვეული იყო პირი, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ფუნქციას ასრულებდა.
„თითოეულ არასრულწლოვანს, ყველა შემთხვევაში, ახლდა კანონიერი წარმომადგენელი. თუ არ ახლდა კანონიერი წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიწვევდით პირს, რომელიც მას კანონიერ წარმომადგენლის ფუნქციას გაუწევდა, ასე ვთქვათ, საპროცესო წარმომადგენელს. ხოლო რაც შეეხება ადვოკატს, ყველა მოწმეს არა, მაგრამ უმეტესობას ჰყავდა ადვოკატი. ასევე, რა თქმა უნდა, შევთავაზეთ მათ, რომ საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველვყოფდით მათ ადვოკატის მომსახურებით“,-განაცხადა ირაკლი ფიფიამ.
გამომძიებლებმა ანრი ოხანაშვილის შეკითხვაზე, ხომ არ ყოფილა რომელიმე თანამდებობის პირისგან რაიმე საგამოძიებო მოქმედებაზე თავშეკავების შესახებ მოწოდება, ასეთი ფორმით, დავალება ან მოთხოვნა, უპასუხეს, რომ არც ერთი თანამდებობის პირისგან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
„გიდასტურებთ, რომ არავის მხრიდან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, საქმეში არსებული მასალები და ის ოპერატიული მასალები, რაც გამოძიების მწარმოებელ პირთან იყრის თავს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორთან ხდება შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. სწორედ ეს იყო აქაც განმსაზღვრელი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩატარებულიყო“,- განაცხადა შალვა ბედოიძემ.
კომისიის წევრის, დეპუტატ სოფო კილაძის კითხვაზე, გამოსაკითხ პირებს ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს ხომ არ ჰქონდათ რაიმე სახის პრეტენზია, ბედოიძემ უპასუხა, რომ გამოკითხვები და გასაუბრებები ნებაყოფლობით გამოსაკითხ პირებთან ხდებოდა და არავის მხრიდან რაიმე საჩივარი ან პროტესტი არ დაფიქსირებულა, არც არასრულწლოვნების და არც მათი კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან, არც შემდგომ, გამოძიების პროცესში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები