საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი – იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი – იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი – იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისადმი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საელჩო ნაყოფიერად თანამშრომლობს საბერძნეთის რესპუბლიკის ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რათა საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ბინადრობის ნებართვების გაცემა გაუმარტივდეთ.
იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, 2018 წელს საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.
„თანამშრომლობის ფარგლებში, ბერძენ კოლეგებთან ინტენსიურად ვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ჩვენს თანამემამულეებზე ბინადრობის ნებართვების გაცემის გამარტივება, საქართველოს მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის დაჩქარება, საბერძნეთის სამთავრობო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცება და სხვ. ვფიქრობ, ჩვენს ბერძენ პარტნიორებთან თანამშრომლობას კონკრეტული შედეგები მოაქვს. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეებზე 5006 ბინადრობის მოწმობა გაიცა, მათ შორის 2286 პირველადი ბინადრობის ნებართვა გახლდათ. საელჩო აგრძელებს საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშეწყობის სამუშაოებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები