სააპელაციო სასამართლომ „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ გიორგი ვაშაძის პარტიის, „ახალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. პარტიის წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ ისნის 49-ე ოლქში ხმების გადათვლასთან დაკავშირებით.

„ერთობა-ახალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მათი მტკიცებულებები და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები