სააკაშვილის საქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.

სააკაშვილის საქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.

ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულ სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული ოქმი გაიგზავნა, მოსამართლეები არ არიან. როგორც გამოცემა „სტრანა.უა“ წერს, სასამართლო რეფორმის გამო მოსტისკის რაიონულ სასამართლოში მხოლოდ ორი მოსამართლე დარჩა – იური კიჩაკი და იური ბილოუსი. იური კიჩაკს 5-წლიანი ვადა ამოეწურა, ვინაიდან ის თანამდებობაზე ჯერ კიდევ 2009 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს განკარგულებით დაინიშნა. რაც შეეხება იური ბილოუსს, ის შვებულებაშია გასული. ბოლოს მან საქმე 25 აგვისტოს განიხილა, სამსახურში კი, 18 სექტემბერს უნდა დაბრუნდეს.

ამის შემდეგ დაინიშნება სხდომის თარიღი და დრო, ხოლო მხარეებმა სასამართლოს უწყებები უნდა მიიღონ.

საბოლოოდ, აღნიშნული ადმინისტრაციული ოქმის განხილვა შესაძლოა რამდენიმე კვირით გაიწელოს.

კატეგორიები: მსოფლიო, სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები