“სააკაშვილებს და ბოკერიებს, ამ ქვეყანაში ახალი „ვარდების რევოლუციის“ მოწყობის საშუალებას არ მივცემთ”

“სააკაშვილებს და ბოკერიებს, ამ ქვეყანაში ახალი „ვარდების რევოლუციის“ მოწყობის საშუალებას არ მივცემთ”

“თქვენ რომ ამოგაყირავებენ, ამაზე სულ არ ვდარდობ, რადგან მე არ ვარ ხელისუფლებაში, ქვეყანა რომ დაიღუპება, ეს მადარდებს და ეს მაწუხებს. შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება და ინფორმაციას უნდა ფლობდეთ თქვენ, ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება. მზად ხართ ამ ყველაფრის შესაკავებლად და მზად ხართ ეს ქვეყანა ამ ავანტიურისტებისგან დაიცვათ ?”, – ამ კითხვით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა.
ინაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც „იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ“, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას ასწავლიან, თუ რა არის დემოკრატია და ადამიანების უფლებები.
„საბუთებს რომ აქრობდნენ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის ხალხი ადამიანებს აქრობნენ. კისერზე აბავდნენ ქვებს და კატერიდან შუა ზღვაში ყრიდნენ. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას გვასწავლიან, დემოკრატია და ადამიანების უფლებები რა არის. ეს თქვენი ბრალია, ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ რა დაპირებაც მივეცით ქართველ ხალხს, რომ თავდაუზოგავები და უკომპრომისოები ვიქნებოდით ამ ბრძოლაში, ამ დაპირებას ვასრულებთ, თქვენ არ შეასრულეთ ეს დაპირება და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი რასაც ყველა ერთად ვიმკით. რა მაგალითს ვაჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობას? და მერე გვიკვირს რაც ახალგაზრდობაში ხდება. ფასეულობები ამოყირავდა და ამას დამნაშავეების დაუსჯელობამ შეუწყო ხელი“, – განაცხადა ინაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ის საშუალებას სააკაშვილებს და ბოკერიებს, ამ ქვეყანაში ახალი „ვარდების რევოლუცია“ მოაწყობის საშუალებას არ მისცემს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები