„როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები“-კახა კალაძე

„როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები“-კახა კალაძე

„როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხს.
ამასთან, თბილისის მერი განმარტავს, რომ განსხვავებული აზრის შემთხვევაში პარტიის დატოვების გადაწყვეტილება თავადვე უნდა მიეღო.
„გადაწყვეტილებების შესახებ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინე, რაც სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. როდესაც არის განსხვავებული აზრი, ჩვენ ამას მივესალმებით. გუნდში ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსჯელობა, კამათიც, შეიძლება გაცხარებულზე ერთმა მეორეს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ ეს ხდება შიგნით. როდესაც გამოდიხარ და უკვე პირად შეურაცხყოფას აყენებ ადამიანებს, მგონია, რომ არასწორია. პირველ რიგში ჩვენ ვართ ადამიანები, მერე ვართ პოლიტიკოსები. მე მგონი, ახალს ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ ყველგან ასე არსებობენ პარტიები – თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრებები, უნდა დატოვო პარტია და იყო ოპოზიციაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები