რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას 4-დან 11 მაისამდე

რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას 4-დან 11 მაისამდე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა ობიექტები განაგრძობენ მუშაობას 4-დან 11 მაისამდე. ამ თემაზე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვაზუსტებთ იმ სეგმენტებს, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. ეს არის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის სექტორებში გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობის სამსახურები და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის გადმოცემული სტრატეგიული ობიექტების სია. იგივე სია მოქმედებდა რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული უქმე დღეების პერიოდში. არის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, რომლებიც აუცილებლად გააგრძელებენ მუშაობას. დანარჩენებს შეეხება უქმე დღეები, როგორც ეს აქამდე იყო. დეტალები ეტაპობრივად დაზუსტდება და შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ დამატებითი განმარტებები გაკეთდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებიდან 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად გამოცხადდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები