“ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს”

“ყველას მოვუწოდებ, რომ ნაცვლად არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე, რათა ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს”

„ყველა ფორმატი გამოიყენება, რომ მაქსიმალურად გავამახვილოთ საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების ყურადღება ოკუპაციის პრობლემასა და ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან, აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების შეფასებებს.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა ოპონენტთა განცხადებასაც, რომ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთაშორისო სანქციების პაკეტში შესულიყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული აქტივობები და შესაბამისი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა ლიეტუვამ.
„ასევე, გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ძალიან კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქტიურობთ მაქსიმალურად. ამ აქტიურობაში არის ჩართული როგორც უმრავლესობა, ასევე, ოპოზიცია, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატებში”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მხარეს, საერთო მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
„ყველას მოვუწოდებ, ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, ამიტომ დამტკიცდა სწორედ ორპარტიული სახით შესაბამისი რეზოლუცია, არა მარტო ეს რეზოლუცია, არამედ საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუცია, რომ ვთანხმდებით ჩვენს საერთო ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ნაცვლად ასეთი საუბრისა, ალბათ, ჯობია, რომ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ და აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ერთობლივ აქტივობებზე და თანამშრომლობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება პროცესი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები