ქართველმა ქალმა ქუჩაში გადაგდებული ახალშობილი იპოვა

ქართველმა ქალმა ქუჩაში გადაგდებული ახალშობილი იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ასპროპირგოს ტერიტორიაზე მოხდა. როგორც Mega იუწყება, ქართველმა ქალმა, რომელიც ქუჩაში მიდიოდა, ტირილის ხმა გაიგონა და იქვე, მინდორში, გადაგდებული ახალშობილი გოგონა იპოვა.

როგორც ირკვევა, ბავშვი პატარა საბანში იყო გახვეული და ჭიპლარიც კი ზედ ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ სულ ახალი დაბადებული იყო. ქალმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას და ადგილზე სამაშველო ჯგუფი სწრაფად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ამ ქვეყნად მოვლენის პირველივე წუთებიდან გადარჩენისთვის იბრძოდა და რომ არა ქართველი ქალაბტონი, შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდებოდა, ის ახლა თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პირველი, რაც მაშველებმა გააკეთეს იყო ის, რომ ახალშობილი გაათბეს, შემდეგ კი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის დედამ იმავე ადგილას იმშობიარა და საკუთარი შვილი მიატოვა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ჩხრეკა მიმდებარე სახლებსა და ბანაკებში.

გარდა ამისა, პოლიციას ჩვენებას კიდევ ერთხელ მისცემს ქართველი ქალბატონი და ოფიცრები იმედოვნებენ, რომ დედას მალე მიაკვლევენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები