პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია-მდინარაძე

პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია-მდინარაძე

პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არაადეკვატურია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის მიერ მიღებული იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს პარლამენტს აღარ წარუდგენს.
მდინარაძის თქმით, პრეზიდენტი უფრო და უფრო არაადეკვატური ხდება.
“რაც უფრო ბოლოსკენ მიდის მისი საპრეზიდენტო ვადა, მისი გადაწყვეტილებების კომენტირება ჭირს, მით უფრო ჭირს, რადგან არაადეკვატური ხდება. მან ვერ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რისი კონსტიტუციური ვალდებულებაც აქვს და ცდილობს ეს ყველაფერი გადმოგვაბრალოს ჩვენ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით კონსულტაციებისთვის, შემდეგ კინკლაობა დაარქვა ამ ყველაფერს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ ყოფილიყო რეალური კონსულტაციები”,- განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები