პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამთავრობო ცვლილებებს დადებითად აფასებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.
,მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე პოზიტიურად აისახოს.
ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურებს, წარმატებას ვუსურვებთ მათ, ვინაიდან მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები