“პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს”

“პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს”

პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს, – ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და ეს პროცესი რეგიონებშიც უნდა გაფართოვდეს.

„მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ რეგიონები და ეს არეალი უნდა გაფართოვდეს. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩვენი სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან. რეგიონებში დადიან და სოფლად, ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩაიტანენ ვაქცინებს და მოსახლეობას უფასო ვაქცინაციას შესთავაზებენ.

„კარგი ტენდენციაა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაციის მიმართ მზაობა გამოიჩინა და არსებული სკეპტიციზმი ეტაპობრივად იხსნება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ ამის მნიშვნელობა. ყოველდღიურად უნდა ვესაუბროთ. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი არსებულ სიტუაციაში, რათა ქვეყანა არ ჩაიკეტოს და ეკონომიკური განვითარება გაგრძელდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები