ფონიჭალაში დააკავეს პირები, რომლებიც ნარკოტიკებს ბავშვს ასაღებინებდნენ

ფონიჭალაში დააკავეს პირები, რომლებიც ნარკოტიკებს ბავშვს ასაღებინებდნენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას ასაჯაროებს.

მიმდინარე საპოლიციო ღონისძიება უკავშირდება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას. გამსაღებელი პირები, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, დაკავებულები არიან. თავისი მნიშვნელობით, აღნიშნული ღონისძიება უპრეცედენტოა, ვინაიდან სქემაში ჩართული იყო არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს კონკრეტულ ლოკაციებზე ათავსებდა, შემდგომი გასაღების მიზნით“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები