პარლამენტში დაპირისპირების გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა

პარლამენტში დაპირისპირების გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა

საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატებმა ცნობად უნდა მიიღონ, ის დოკუმენტი, რომლის ავტორი „ევროპული საქართველოა“. ოპოზიციის  განცხადებებმა მმართველი გუნდის წევრები გააღიზიანეს.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტების მიერ მომზადებული დოკუმენტი ვიწრო პარტიულ ინტერესებსაა მორგებული და არ ასახავს რეალურად გამოძიების დროს დაშვებულ ხარვეზებს.

მმართველი გუნდის წევრებმა ოპონენტებს პოლიტიკური წარსულიც შეახსენეს. სიტყვიერი დაპირისპირება
ზაზა პაპუაშვილსა და გიგა ბოკერიას შორის იყო.

საპარლამენტო სესია რამდენიმე წუთით შეწყდა.

პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენის გარდა, განიხილავს და კენჭიყრაზე გაიტანს დადგენილებას, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები