პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ნაციონალური მოძრაობის მიერ ქუთაისსა და მარტვილში მერობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აფასებს და საწმუხაროს უწოდებს.

“რაც შეეხება მეორე ტურების რაოდენობას, ალბათ ეს, ერთი მხრივ, განპირობებულია ჩვენს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერით და მეორე მხრივ, ალბათ იმით, რომ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვთ. ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მე-2 ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. კონკრეტულად კი ქუთაისსა და მარტვილში პარტიის მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები