ოკუპირებული აფხაზეთი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო,საზღვარს ჩაკეტავს.

ოკუპირებული აფხაზეთი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო,საზღვარს ჩაკეტავს.

ოკუპირებული აფხაზეთი, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან, 14 მარტიდან ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს.

შესაბამისი ღონისძიების გატარების ბრძანება, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ გასცა.

ჯერჯერობით უცნობია რა ვადით მოხდება ე.წ. საზღვრის სრული ჩაკეტვა, ბგანბას განკარგულების შინაარსი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას კორონავირუსის ინფექციის გამოსავლენი ექსპრეს ტესტებით უკვე 19 მარტს მოამარაგებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები