ნატოს ფორუმზე განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც ჩვენ მივყავართ უფრო მეტი კეთილდღეობისკენ

ნატოს ფორუმზე განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც ჩვენ მივყავართ უფრო მეტი კეთილდღეობისკენ

ვიცე პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში, რომელიც დღეს გაიხსნა, მონაწილეობა მიიღეს ძალიან მაღლი დონის წარმომადგენლებმა, როგორც ალიანსის წევრი ქვეყნებიდან, ასევე თვითონ ნატოს სამდივნოდან. ფორუმს ესწრებოდნენ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თაჩან ილდემი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელი.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფორუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ საქართველოს მხრიდან, არამედ ასეთი მაღალი დონის სტუმრების მხრიდან ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მიიღო ინფორმაცია იმ პროგრესის შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. განსაკუთრებით აღინიშნა პრემიერ-მინისტრის როლი იმ რეფორმების განხორციელების პროცესში, რომელსაც ჩვენ მივყავართ უფრო მეტი კეთილდღეობისკენ და შესაბამისად გვაახლოებს საბოლოო მიზანთან”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც ცნობილია, თბილისში დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები