ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 38-კმ 62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები